იმ შემთხვევაში თუ მძღოლი გადააჭარბებს დასაშვებ სიჩქარეს, სატრანსპორტო საშუალებაში ამოქმედდება ხმოვანი სიგნალი.
დასაშვები სიჩქარის მაჩვენებლები შესაძლებელია დაყენდეს ცალკეულად ჩქაროსნულ ავტობანზე მოძრაობისას, ქალაქში მოძრაობისას და საერთაშორისო გზებზე მოძრაობისას.
გამაფრთხილებელი ინფორმაცია მოგეწოდებათ იმ შემთხვევაში თუ სატრანსპორტო საშუალებას მართავს მძღოლი, რომელსაც არა აქვს გავლილი მოსამზადებელი კურსი და არ გააჩნია შესაბამისი სერტიფიკატი. აგრეთვე, საწარმოს მმართველები მიიღებენ გაფრთხილებას თუკი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებიან არასანქცირებულ რაიონებში ან არასანქცირებულ დროის მონაკვეთში.
მონაცემთა ბაზაში მძღოლის შესახებ - დეტალურადაა მოცემული ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების გამოყენების შესახებ. დგება ფორმები, რომლებიც შეიცავენ მონაცემებს საგზაო წესების დარღვევის შესახებ, ტექნიკური მომსახურების გამოყენებაზე და სატრანსპორტო საშუალების კონტროლის შესახებ დღე–ღამის განმავლობაში.
ეს ინფორმაცია მიეწოდებათ მმართველებს და მძღოლებს მათ ელექტრონულ ფოსტაზე ავტომატური გაგზავნის ფუნქციის მეშვეობით.