სატრანსპორტო საშუალებების კონტროლისა და თვალყურის დევნის სისტემა წარმოადგენს Gelliosoft-ის მიერ შემუშავებულ უახლესი ტექნოლოგიების სისტემას და განკუთვნილია ყველა იმ კომპანიისათვის, რომელიც ღებულობს და სთავაზობს მომსახურებას. სატრანსპორტო საშუალებებში ჩამონტაჟებული მონაცემთა გადაცემის მოწყობილობა და GPS სატელიტები აძლევენ საშუალებას ყველა სათანადო პირებს და განყოფილებებს თვალყური ადევნონ სატრანსპორტო საშუალებების ყველა გადაადგელებას ციფრული რუკების მეშვეობით. ამ სისტემის მეშვეობით ყველა სპეციალისტს შეეძლება თვალყური ადევნოს და გააკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ნებიამიერი პუნტკტიდან, სადაც არის ინტერნეტზე წდომა.
თვალყურის დევნა რეალურ დროში ინტერნეტის მეშვეობით
ამ სისტემის მეშვეობით თქვენ გექნებათ საშუალება მიიღოთ სატრანსპორტო საშუალებების გამგზავრების, მგზავრების აყვანის დროის და პუნქტების, მგზავრების სამსახურში, სკოლაში და სახლში მიყვანის და გაჩერებების დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია.
სისტემის დარეგისტრირებულ მომხმარებლებს ექნებათ საშუალება გააკონტროლონ სატრანსპორტო საშუალებების დეტალური მარშრუტი ციფრული და სატელიტური რუკების მეშვეობით. მაგალითად, სატრანსპორტო საშულებებით გადადგილებულ სტუდენტების მშობლებს ექნებათ საშუალება თვალყური ადევნონ თავიანთი ბავშვების მარშრუტს ინტერნეტის მეშვეობით, მათთვის მიცემული პაროლის გამოყენებით.
ზღვრული სიჩქარის უშუალო კონტროლი
იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალება გადააჭარბებს სატრანსპორტო საშუალებაში წინასწარ დაფიქსირებულ სიჩქარის ლიმიტს, სისტემა ავტომატურად უგზავნის სიგნალს პასუხისმგებელ პირს და მომსახურე კომპანიას. ამგვარად მძღოლს შეუძლია მიიღოს წინასწარი გაფრთხილება.
ტრანსპორტის მომსახურების უსაფრთხო სისტემა
ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარდა, სისტემა მიაწოდებს მომსახურების მიმწოდებელ და მიმღებ კომპანიებს მოსამსახურე ორგანიზაციების ეფექტურობის შეფასების შესახებ მთავარ მონაცემებსა და ასევე სატრანსპორტო საშუალების გარბენის შესახებ ინფორმაციას.
ვის შეუძლია ამ სისტემით სარგებლობა?
ყველა სკოლას, კერძო კომპანიას, სახელმწიფო ორგანიზაციასა და თავად მომსახურე ორგანიზაციას შეუძლია ისარგებლოს აღნიშნული სისტემით.