საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემა
სპეციალური სისტემა შემუშავებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადებისთვის, პოლიციისთვის, სახანძრო სამსახურისთვის და სხვა ჯგუფებისთვის, რომელთა მთავარ ფუნქციას საგანგებო მდგომარეობის მართვა წარმოადგენს, აგრეთვე მართვისა და კონტროლის ცენტრებისთვის, რომლებიც მართავენ ზემოთჩამოთვლილ ჯგუფებსა და სამსახურებს.
სისტემაში სრულად ინტეგრირებულ რეჟიმში მუშაობენ ზარების გადამუშავების ცენტრები, ხმოვანი შეტყობინებების ჩამწერი სისტემები, ოპერაციების მართვის პროგრამული უზრუნველყოფა, ციფრული რუქების ფუნქცია, სატრანსპორტო საშუალებების მონიტორინგის სისტემა და მონაცემთა გაცვლის მობილური კავშირი.
სისტემის დახმარებით შესაძლებელია მოქმედებების უნაკლოდ მართვა, საგანგებო ვითარების შესახებ სიგნალის შემოსვლიდან დაწყებული პრობლემის გადაჭრით დასრულებული.