"GLOBTEL solutions Georgia", აზერბაიჯანული კომპანიის "GLOBTEL Solutions"-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2013 წელს შემოვიდა და მომხმარებელს, სატრანსპორტო საშუალებებისთვის და არა მარტო მათთვის, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აპრობირებულ მობილურ ტექნოლოგიებს სთავაზობს.
GPS სატელიტების მეშვეობით "GLOBTEL solutions Georgia"-ს კონტრაქტორი ფიზიკური თუ იურიდიული პირი რეალურ დროში ფლობს სრულ ინფორმაციას მისი თუ მისი კომპანიის სატრანსპორტო საშუალებების შესახებ.
ამოცანა
ჩვენი ამოცანაა უმოკლეს დროში ვუზრუნველყოთ კლიენტის მოთხოვნა შესაბამისი გადაწყვეტილებებით და სერვისებით.
მისია
ჩვენი მისიაა თანამედროვე, მოწინავე საინფორმაციო–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით შეგიქმნათ სასურველი პირობები თქვენს საქმიანობაში.