03 აპრილი, 2013

"GLOBTEL solutions Georgia" საქართველოს ბაზარზე 2013 წელს შემოვიდა. ის არის აზერბაიჯანული კომპანიის GLOBTEL Solutions-ის შვილობილი კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე GELIOSSOFT-ის საავტომობილო სისტემების ოფიციალური წარმომადგენელია.
"GLOBTEL solutions Georgia" მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აპრობირებულ მობილურ ტექნოლოგიებს სატრანსპორტო საშუალებებისთვის და არა მარტო მათთვის.
კომპანიის მაღალი დონის სერვისი უალტერნატივოს ხდის მას ქართულ ბაზარზე. ამაზე მეტყველებს სწორედ ის დიდი დაინტერესება, რაც საქართველოში "GLOBTEL solutions Georgia"-ის შემოსვლას მოჰყვა. ქართული ბიზნესის მსხვილი მოთამაშეები უკვე გახდნენ კომპანიის პარტნიორები და სარგებლობენ თანამედროვე მომსახურებით.
კომპანიის მენეჯმენტთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ქართული კომპანიების უმრავლესობა, ისინი ვინც სათანადოდ აფასებს დროს და თანამედროვე ტექნოლოგიებს.
GPS სატელიტების მეშვეობით GLOBTEL solutions Georgia-ს კონტრაქტორი ფიზიკური თუ იურიდიული პირი რეალურ დროში ფლობს სრულ ინფორმაციას მისი თუ მისი კომპანიის სატრანსპორტო საშუალებების შესახებ.
ციფრული რუქები მოხერხებულს ხდის ტრანსპორტის მონიტორინგის პროცესს. თქვენს პირად კომპიუტერში ონლაინ რეჟიმში იღებთ ყველა დეტალურ ინფორმაციას, მათ შორის ტრანსპორტის იმდროინდელი მდებარეობის, მისი მარშრუტის, სიჩქარისა და საწვავის შესახებ.
კომპანიის თანამედროვე მოწყობილობები საშუალებას იძლევა 0% ცდომილებით მიიღოთ ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშები ავტომობილის მიერ გავლილი ზუსტი კილომეტრაჟის, ზუსტი გადაადგილებისა და მისამართების შესახებ.
ამასთან, შეგიძლიათ წინასწარ განსაზღვროთ თქვენი ავტომობილის მარშრუტი და მისი დარღვევის შემთხვევაში მომენტალურად მიიღოთ შესაბამისი ინფორმაცია.
GLOBTEL solutions Georgia-ს მიზანია თანამედროვე, მოწინავე საინფორმაციო–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით მომხმარებელს შეუქმნას სასურველი პირობები მის საქმიანობაში და დროის უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს კლიენტის მოთხოვნა შესაბამისი სერვისებით.
<< უკან