კომპანია GlOBTEL Solutions Georgia მომხმარებელს სთავაზობს ავტოპარკის მონიტორინგს უკვე საქართველოს საზღვრებს გარეთ.
კლიენტებს საშუალება ეძლევათ მინიმალური ტარიფით დროის ნებისმიერ მონაკვეთში და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ნახოს ავტომობილის გადაადგილება, სიჩქარე, გაჩერება, კილომეტრაჟი.
GLOBTEL solutions Georgia (www.globtel.ge) საქართველოს ბაზარზე 2013 წელს შემოვიდა. ის არის აზერბაიჯანული კომპანიის GLOBTEL Solutions-ის შვილობილი კომპანია.
თანამედროვე ბიზნესის მართვაში GPS მონიტორინგ სისტემებს მნიშნველოვანი ადგილი უკავია.
კომპანიას, რომელსაც ჰყავს ავტოპარკი და სურს მაქსიმალურად მარტივად, მოხერხებულად, მინიმალური ადამიანური თუ ფინანსური რესურსების დახარჯვის გარეშე მართოს ის, პირველ რიგში მიმართავს მსგავს სისტემებს.
GPS სატელიტების მეშვეობით GLOBTEL solutions Georgia-ს კონტრაქტორი ფიზიკური თუ იურიდიული პირი რეალურ დროში ფლობს სრულ ინფორმაციას მისი თუ მისი კომპანიის სატრანსპორტო საშუალებების შესახებ.
ჩვენი GPS მოწყობილობა მცირე და დახვეწილი ზომისაა, ის კომპაქტურად მაგრდება მანქანაში, ყოველგვარი დამატებითი ანტენებისა და მოწყობილობების გარეშე. არ ზემოქმედებს მანქანის ელექტრო სისტემაზე.
სისტემაში შესვლა შეგეძლებათ, როგორც ვებგვერდის, კომპიუტერის საშუალებით აგრეთვე, თქვენ შეგიძლიათ თქვენი ტელეფონიდან ჩამოწეროთ აპლიკაცია და აკონტროლოთ თქვენი მანქანების ადგილმდებარეობა და მიიღოთ სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.