Geo | Aze | Eng | Rus
არვენტოს პარტნიორთა ყოველწლიური შეხვედრა
18 მაისი, 2016

2016 წლის 29 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით თურქეთში, ბელეკში(ანტალია) არვენტოს პარტნიორთა მორიგი შეხვედრა შედგა. შეხვედრას პარტნიორი 14 ქვეყნის  700-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.

პარტნიორთა ყოველწლიური შეკრების თემა ამჯერად  "ერთად უკეთესი მომავლისათვის" იყო. არვენტოს პარტნიორების და ტექნიკური სამსახურის მონაწილეობით შეფასდა  2015 წლის მიღწევები და  დაიგეგმა 2016 წლის სამომავლო მიზნები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. .

შეხვედრაზე წარმატებული ბიზნეს პარტნიორები , ტექნიკური მომსახურების ჯგუფის წევრები და  არვენტოს გუნდის  სხვა წარმომადგენლები 2015 წლის განმავლობაში მათი მიღწევების  და წარმატებით შესრულებული  სამუშაოებისთვის დაჯილდოვდნენ.  

საღამოს წარუძღვა  ცნობილი კომიკოსი   Kadir Çöpdemir-ი.

არვენტო ბოლო 10 წლის განმავლობაში თურქეთის ბაზრის ლიდერი კომპანიაა.
როგორც თურქეთში ასევე მთელს კონტინენტზე არვენტოს პარტნიორებს ყავთ 40 ათასზე მეტი კლიენტი . 
არვენტო  კვლავ აგრძელებს მსოფლიო ბაზარზე  იყოს ერთერთი პირველი თავის სეგმენტში.

<< უკან